ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
ჯავშნის გაუქმების წესების არჩევანი დამოკიდებულია თქვენზე და სტუმრებისთვის შეთავაზებულ საცხოვრებელზე. ასარჩევად ხელმისაწვდომია გაუქმების მოქნილი, ზომიერი, მყარი და მკაცრი წესები.
მასპინძლებს შეუძლიათ შესთავაზონ სტუმრებს ჯავშნის გაფორმების არაანაზღაურებადი ვარიანტი. ამ შემთხვევაში საბაზისო ფასი შემცირდება, თუმცა თუ სტუმარი ჯავშანს გააუქმებს, მასპინძელს სრულად ერგება კუთვნილი ანაზღაურება.
თუ მიუთითებთ, რომ საცხოვრებელი შესაფერისია ბავშვებისთვის, თქვენი გადასაწყვეტი იქნება, შესთავაზოთ თუ არა სტუმრებს განსაკუთრებული პირობები ან უსაფრთხოების აღჭურვილობა.
სპეციალური პარამეტრების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ არა მხოლოდ დასაჯავშნად ხელმისაწვდომი პერიოდი, არამედ ისიც, თუ ვინ შეძლებს ჯავშნის გაფორმებას ისე, რომ დაჯავშნის მოთხოვნების ინდივიდუალურად შემოწმება და დაკმაყოფილება არ გჭირდებოდეთ.
მომენტალური დაჯავშნის ფუნქცია უმარტივებს სტუმრობის მსურველებს საცხოვრებლის დაჯავშნას, მასპინძლებს კი აღარ უწევთ დაჯავშნის თითოეული მოთხოვნის ცალ‑ცალკე შემოწმება და დაკმაყოფილება.