ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
გაერთიანების წესები

Airbnb-ს კონტენტის დებულება

Airbnb‑ზე კონტენტის გამოქვეყნებით თანხმდებით წინამდებარე დებულების დაცვაზე. „კონტენტში“ იგულისხმება ნებისმიერი წერილობითი, ფოტო‑, აუდიო‑, ვიდეო‑ და სხვა ტიპის მასალა, მათ შორის:

  • ტექსტი: განცხადებების სათაურები და აღწერილობები, პროფილების გვერდები, საჯარო და პირადი მიმოხილვები, გამოხმაურება, პოსტები გაერთიანების ცენტრში, ასევე, Airbnb‑სთვის, მასპინძლებისა თუ სტუმრებისთვის მიწერილი შეტყობინებები
  • გამოსახულებები: ფოტოები და ვიდეოები, ასევე, მათზე აღბეჭდილი გამოსახულებები (მაგალითად, პლაკატები ან ნახატები, რომლებიც კედელზე ჰკიდია)

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, მთლიანად ან ნაწილობრივ წავშალოთ კონტენტი ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, წინამდებარე დებულების, მომსახურების პირობების, გაერთიანების სტანდარტების ან მიმოხილვის წესების დარღვევის გამო, როგორც ამას ჩვენი მომსახურების პირობები ითვალისწინებს. განმეორებითი ან მძიმე დარღვევების შემთხვევაში, შესაძლოა, შესაბამისი Airbnb ანგარიშების მოქმედება დროებით ან სამუდამოდ შევაჩეროთ, ან ისინი წავშალოთ.

Airbnb‑ზე აკრძალულია:

  • მხოლოდ სარეკლამო მიზნით შექმნილი ან სხვა ტიპის კომერციული კონტენტი (კომპანიის ლოგოების, ბმულებისა თუ სახელების ჩათვლით)
  • სპამი, თანხმობის გარეშე კონტაქტზე გასვლის მცდელობები ან განმეორებით გაზიარებული, თავსმოხვეული კონტენტი
  • უკანონო/საზიანო მოქმედების წამახალისებელი, სექსუალური/ძალადობრივი შინაარსის, ნატურალისტურად წარმოჩენილი, მუქარის შემცველი ან შემაწუხებელი კონტენტი
  • დისკრიმინაციული კონტენტი (დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას)
  • კონტენტი, რომელშიც იკვეთება სხვისი (მათ შორის, Airbnb‑ს წარმომადგენლის) ვინაობის, ანგარიშის ან სტატუსის მითვისების მცდელობა
  • უკანონო ან სხვა პირისა თუ სუბიექტის უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრებისა და კონფიდენციალურობის უფლებების) შემლახველი კონტენტი
  • სხვისი პირადი ინფორმაციის შემცველი კონტენტი, მაგალითად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საცხოვრებლის მდებარეობის განსაზღვრა
  • ჩვენი შეზღუდული კონტენტის დებულების მიხედვით დაუშვებელი კონტენტი

დებულების პირობების სხვა დარღვევები კონტენტის კონკრეტული ტიპების მიხედვით:

განცხადებების სათაურები

  • საცხოვრებლის ტიპთან, სტილთან ან შეთავაზებულ შთაბეჭდილებასთან შეუსაბამო ინფორმაციის შემცველი სათაურები
  • სპეციალური სიმბოლოების ან ემოჯიების შემცველი სათაურები

განცხადების ან პროფილის გვერდები

  • მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შემცველი გვერდები

გაერთიანების ცენტრი

  • არათემატური კონტენტი, რომელიც არ შეიცავს შეკითხვას და არც პასუხს სცემს მას, განხილვის კუთხით კი უსარგებლოა
  • გაერთიანების წევრების შევიწროების ან მათზე რეგულარული თავდასხმის ნიშნების შემცველი კონტენტი

მიმოხილვები

ინდივიდუალური URL‑ები

  • პერსონალიზებული ვებმისამართები, რომლებიც არ შეესაბამება მათთვის დადგენილ წესებს

COVID‑19‑თან დაკავშირებული კონტენტი

    იმ კონტენტის შესახებ შეტყობინება, რომელიც დებულების პირობებს არღვევს

    თუ ფიქრობთ, რომ კონტენტი არღვევს წინამდებარე დებულების პირობებს, მის შესახებ შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ აპიდან ან ჩვენთან დაკავშირების მეშვეობით.

    დაგეხმარათ ეს სტატია?

    დაკავშირებული სტატიები

    • გაერთიანების წესები

      მიმოხილვის წესები Airbnb‑ზე

      წესების მიზანია, როგორც სტუმრებმა, ისე მასპინძლებმა სასარგებლო, ინფორმაციული და ზუსტი მიმოხილვები მიიღონ.
    • ინსტრუქცია

      რატომ მივიღე მიმოხილვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მე გავაუქმე?

      ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში თქვენს პროფილში ავტომატურად გამოქვეყნდება მიმოხილვა აღნიშნულის შესახებ.
    • ინსტრუქცია

      Airbnb.org‑ის შესახებ

      Airbnb.org არის დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებთან და რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
    მიიღეთ დახმარება ჯავშნებთან, ანგარიშთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
    შესვლა ან რეგისტრაცია