ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
ინსტრუქცია • სტუმარი

საძიებო ფილტრების გამოყენება

არის შემთხვევები, როცა, უბრალოდ, ხელმისაწვდომი ვარიანტების დათვალიერება გსურთ, ზოგჯერ კი ზუსტად იცით, რა გჭირდებათ. როგორც არ უნდა იყოს, საძიებო ფილტრები საგრძნობლად გაგიმარტივებთ სათქვენო საცხოვრებლის, შთაბეჭდილების ან მომსახურების პოვნას.

საცხოვრებლების ძიება

დაიწყეთ ძიება შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

  • დანიშნულების ადგილი
  • შესვლისა და გასვლის თარიღები
  • სტუმრებისა და შინაური ცხოველების ჯამური რაოდენობა

თვიურად ხელმისაწვდომი საცხოვრებლების ძიება

თვიურად შემოთავაზებული საცხოვრებლების საპოვნელად ამიერიდან უფრო მარტივი და მოქნილი ხელსაწყო გაქვთ. დაწკაპუნებით ან შეხებით აირჩიეთ თვიურად, სტუმრობის ხანგრძლივობა რომ მიუთითოთ, შემდეგ კი ჩაასწორეთ დაწყებისა და დასრულების თარიღები. ხელმისაწვდომი საცხოვრებლების უფრო მეტი ვარიანტი რომ იპოვოთ, სტუმრობის დაწყებისა და დასრულების თარიღებთან ±14 დღეც კი შეგიძლიათ მიუთითოთ.

ფილტრების გამოყენებით ძიება

ფილტრების სექციაში წარმოდგენილი სხვადასხვა საძიებო ფილტრი დაგეხმარებათ ძიების შედეგების გაცხრილვასა და სათქვენო საცხოვრებლის პოვნაში.

თქვენთვის რეკომენდებული ფილტრები

„ფილტრების“ არჩევისას, შესაძლოა, იხილოთ საგანგებოდ თქვენთვის რეკომენდებულ ფილტრთა მწკრივი. რეკომენდაციები ეფუძნება როგორც თქვენ მიერ ადრე გამოყენებულ, ისე იმ ფილტრებს, რომლებიც სხვა სტუმრებს გამოადგათ მსგავსი ვარიანტების ძიებისას.

კონკრეტული ფილტრები

საცხოვრებლის ტიპი: თქვენი გემოვნებით აირჩიეთ ოთახები, საცხოვრებლები მთლიანად და სხვა ვარიანტები.

ფასების დიაპაზონი: იპოვეთ საცხოვრებელი ფასთა თქვენთვის მისაღებ დიაპაზონში — გაფილტრეთ ძიების შედეგები ჯამური ფასის მიხედვით (ოფიციალური მოსაკრებლების ჩათვლით).

ოთახები და საწოლები: მიუთითეთ საძინებლების, სააბაზანოებისა და საწოლების თქვენთვის ან თქვენი ჯგუფისთვის საჭირო რაოდენობა.

საყოფაცხოვრებო პირობები: აუცილებლად გჭირდებათ სამზარეულო, ტელევიზორი ან უფასო საპარკინგე ადგილი? მონიშნეთ ყველაფერი, რაც თქვენს სტუმრობას კომფორტს შესძენს.

დაჯავშნის ვარიანტები: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტები — მაგალითად, მომენტალური დაჯავშნა, დამოუკიდებელი დაბინავება, უფასო გაუქმება და სხვა.

გამორჩეული საცხოვრებლები:

  • სტუმართა რჩეულები: სტუმრების ყველაზე საყვარელი საცხოვრებლები Airbnb‑ზე.
  • Luxe: არაჩვეულებრივი საცხოვრებლები გამორჩეული დიზაინითა და შემოწმებული ხარისხით.

ობიექტის ტიპი: მოიძიეთ სახლები, სასტუმროები, ბინები და სხვა ვარიანტები.

ადაპტირებული პირობები: თუ უსაფეხურო შესასვლელი ან საშხაპეში ხელის მოსაჭიდი მილები გჭირდებათ, ამ სექციაში შეგიძლიათ აირჩიოთ პირობები, რომლებიც თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მასპინძლის ენა: შეარჩიეთ მასპინძლები, რომლებმაც თქვენთვის ნაცნობი ენა იციან.

საკვანძო სიტყვით ძიება ამჟამად შეუძლებელია.

დაგეხმარათ ეს სტატია?

დაკავშირებული სტატიები

  • ინსტრუქცია • საცხოვრებლის მასპინძელი

    განცხადების სტუმრებისთვის ხელმისაწვდომობის შემოწმება

    თუ გაინტერესებთ, ხვდება თუ არა თქვენი განცხადება ძიების შედეგებში, დააკვირდით ნახვების რაოდენობას, რომელიც მოცემულია განცხადებისთვის მომზადებულ სტატისტიკაში.
  • ინსტრუქცია • სტუმარი

    Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებლების ძიება

    ვარიანტების შესამცირებლად და სათქვენო საცხოვრებლის შესარჩევად გამოიყენეთ ფილტრები, გაეცანით რუკებს და წაიკითხეთ განცხადებების აღწერილობა.
  • ინსტრუქცია • სტუმარი

    მომენტალური დაჯავშნა

    მომენტალური დაჯავშნის ფუნქცია საშუალებას აძლევს სტუმრებს, რომლებიც მასპინძლის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მყისიერად დაჯავშნონ საცხოვრებელი — ამ შემთხვევაში მათ აღარ მოუწევთ დაჯავშნის მოთხოვნა და მასპინძლის დასტურის ლოდინი.
მიიღეთ დახმარება ჯავშნებთან, ანგარიშთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შესვლა ან რეგისტრაცია