Airbnb‑თი მოსარგებლე მრავალი ადამიანი 28 ან მეტი ღამის ხანგრძლივობის ჯავშნებს აფორმებს. თუ სტუმრების გრძელი ვადით მიღების სურვილი გაქვთ, განცხადებაში შესაბამისი პარამეტრების განსაზღვრა შეგიძლიათ.
თუ გსურთ, შეცვალოთ სტუმრობის მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობა იმგვარად, რომ ერთი ან რამდენიმე თვის ხანგრძლივობის ჯავშნები მიიღოთ ხოლმე, შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები ხელმისაწვდომობის პარამეტრებში, რის შემდეგაც თქვენი განცხადება გრძელი ვადით სტუმრობის მსურველთა ძიების შედეგებში მოხვდება.
კალენდრის სექციაში ხელმისაწვდომობა შეგიძლიათ, ჩაასწოროთ სხვა პარამეტრებიც, რომლებიც ერთი ან რამდენიმე თვის ხანგრძლივობის მიღებაში შეგიწყობთ ხელს. კერძოდ:
თუ გადაწყვეტთ, სტუმრებს 28 ან მეტი ღამით უმასპინძლოთ ხოლმე, შეგიძლიათ, გრძელი ვადით სტუმრობის მსურველებს ერთ კვირასა და თვეზე ფასდაკლებები შესთავაზოთ. ერთ თვეზე ფასდაკლების დაწესების შემდეგ ის აისახება როგორც სტუმრობის მსურველთა ძიების შედეგებში, ისე ფასის დეტალიზაციაში თქვენი განცხადების გვერდზე.
თუ იცით, სად ჯობს სურსათის შეძენა საცხოვრებელთან ახლოს, ან ახლომდებარე სპორტდარბაზისა თუ ძაღლების გასასეირნებელი ადგილის რეკომენდება შეგიძლიათ, დაამატეთ მსგავსი რჩევები თქვენს გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება სტუმრებს, სათანადოდ მოემზადონ თქვენთან გრძელი ვადით სტუმრობისთვის.
ერთი ან რამდენიმე თვით სტუმრობის მსურველებს, როგორც წესი, აინტერესებთ საცხოვრებლები, რომლებშიც არის კარგად აღჭურვილი სამზარეულო, სარეცხი მანქანა, ასევე, ძლიერი და სტაბილური Wi‑Fi კავშირი. ამას გარდა, მათთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ გრძელი ვადით სტუმრობისას პირველადი საჭიროების ნივთების (მაგალითად, ტუალეტის ქაღალდისა და საპნის) მარაგი სტუმრობის ხანგრძლივობის შესაბამისად.
სტუმრის ცნობარი უნდა შეიცავდეს სახელმძღვანელო მითითებებს ყოველდღიური ცხოვრებისთვის (მაგალითად, როგორ იყრება ნაგავი, რას უნდა მიექცეს ყურადღება საცხოვრებელში, როგორ მოირწყოს მცენარეები და ა.შ.), რომ სტუმრებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.
ამას გარდა, ჯობს სახლის წესების ცალკე განყოფილებაში მოამზადოთ დეტალური მითითებები გრძელვადიან სტუმრობებთან დაკავშირებით (მაგალითად, დაიშვებიან თუ არა შინაური ცხოველები). ყოველივე ეს სტუმრობის მსურველებს გარკვეულ წინასწარ მოლოდინს შეუქმნის, სტუმრობისას კი ხელს შეუწყობს მათ თქვენ მიერ დადგენილი წესების დაცვაში.
გრძელვადიანი სტუმრობის დროს სტუმარს, შესაძლოა, თქვენი დახმარება დასჭირდეს და მან Airbnb‑ს აპის მეშვეობით მოგმართოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, კავშირზე იყოთ, რომ დროულად გამოეხმაუროთ მას შეკითხვების ან პრობლემების შემთხვევაში.
ამასთან, თუ სტუმართან ერთ სივრცეში იცხოვრებთ, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რა ინტენსივობით გირჩევნიათ ურთიერთობა. შესაბამისი წესების დადგენა შეგიძლიათ თქვენი განცხადების სექციაში სტუმრებთან ურთიერთობა.